წიგნის ისტორია
წიგნის ისტორია კაცობრიობის ისტორიაში ცოდნის გადაცემის ყველაზე ძველი მეთოდი იყო ზეპირი გადაცემა. შემდეგ დაიწყეს წერა ყველაფერზე რაზეც შეიძლებოდა წერა-ხის ქერქზე,ხარის ტყავზე და სხვა.ძველ ეგვიპტეში საწერად იყენებდნენ პაპირუსს.შემდეგ პაპირუსი გავრცელდა საბერძნეთში.ქაღალდი გამოიგონეს ჩინეთში 200წ. ჩვ.წ-მდე.ევროპაში ქაღალდმა შეაღწია მე-11 საუკუნეში მუსულმანური ქვეყნების გავლით.თავდაპირველად ყველა წიგნი გადაიწერებოდა ხელით.წიგნები იყო იშვიათი და ძალიან ძვირფასი.ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ საზოგადოების მაღალი ფენისათვის.წიგნები ინახებოდა მონასტრებში.
წიგნის "ძალა"
ალბათ გახსოვთ, საშუალო სკოლის ლიტერატურის სახელმძღვანელოებში ტექსტის ქვეშ რამდენიმე კითხვა იყო დასმული, რომლებიც იწყებოდა სიტყვით «რატომ». როდესაც დილაობით გაკვეთილზე მასწავლებელს ამ კითხვებზე ვპასუხობდით, გაუცნობიერებლად გვებადებოდა ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა _ «რად გავჩნდი ამ ქვეყანაზე?». დგება დრო, როდესაც საკუთარ თავს ამ კითხვას აღარ უსვამ, რადგან ის შენი ცხოვრების აზრად იქცევა. ამის შემდეგ როგორც არ უნდა ეცადო საკუთარ ცხოვრებასთან მიახლოებას, მაინც მარტო რჩები საკუთარ თავთან. და გიჩნდება სხვა, უფრო რთული კითხვა _ «ვინ ვარ მე?». ამ დროს პირისპირ აღმოჩნდები ცნობილ მოსაზრებასთან _ «ამ სოფლად არც კითხვა არსებობს, არც მასზე პასუხი. რაც არსებობს, ყველაფერი გამოცანაა, საიდუმლო». ამას ყველა თავისებურად განმარტავს. მავანთათვის ეს საიდუმლო ღმერთია, ზოგიერთებისთვის _ ბედისწერა, სხვებისთვის _ წიგნი.დიდი გერმანელი «ტრამალის მგლის» ცხოვრების არსი იყო გამოთქმა «ნუ ხარ ბრბო, იყავ ადამიანი». მას ეკუთვნის სიტყვები: «ყველა თავისებურად სახელდებს ღმერთს, მას კი საკუთარი თავისთვის არაფერი დაურქმევია». მანამდე, სამასი წლით ადრე, მისი თანამემამულე წერდა: «კარგი წიგნის წაკითხვა ისევე რთულია, როგორც კარგი წიგნის დაწერა». ეს ადამიანი, რომელიც მთელი თავისი სიცოცხლე მეფისტოფელს ედავებოდა, ბოლოს და ბოლოს, მივიდა დასკვნამდე: «ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში ფიქრობს, რომ თავისი ბედის შემოქმედია. მაგრამ ერთხელაც მიხვდება, რომ ბედი, რომელსაც ასე გულუბრყვილო პატივმოყვარეობით «ქმნიდა», თურმე ღმერთის მიერ მისთვის წინასწარგანსაზღვრული ყოფილა.» ამდენი მრავალათასწლოვანი ზეპირსიტყვიერი და წერილობითი ძეგლების, ამდენი ბრძნული გამონათქვამისა და წერილობითი ჭეშმარიტების გაცნობის შემდეგ რამე რომ დაწერო, ალბათ, არამარტო ზნეობრივი და სულიერი პასუხისმგებლობა უნდა გქონდეს, არამედ ისტორიული გამბედაობაც. რატომღაც მგონია, ყველა წიგნი, რაც დაწერილა «ყველასთვის და არავისთვის», არის ღრმა სინანულით იმის აღიარება, რომ ადამიანმა საკუთარი თავისთვის გამოგონილ ბედთან, იდუმალებასთან მარცხი განიცადა.
როგორც იტყვიან, «წერა კარგია, აზროვნება კი _ უკეთესიო». ცნობილია, რომ ძველად ზეპირმეტყველებას, დიალოგს ანიჭებდნენ უპირატესობას. ეს იმით აიხსნება, რომ «როცა სიტყვა წარმოითქმება, იგი ფრთებს შეისხამს და სიცოცხლეს იწყებს, ხოლო როგორც კი დაწერ სიტყვას, მისი სული კვდება». ასეთი დამოკიდებულება მოვალეობაც არის, მომავლის წინაშე რომ აკისრიათ ბრძენკაცთ, რომლებიც სიტყვით ცხოვრობენ და იციან სიტყვის ფასი. ისტორიამ დაამტკიცა, რომ მათი სიფრთხილე არცთუ უსაფუძვლო ყოფილა. რამეთუ «პირველთაგან იყო სიტყვა, და სიტყვა იგი იყო ღვთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყვა იგი.» ცხრამეტი საუკუნის შემდეგ გერმანელი მწერალი «ნამდვილ შემოქმედებას ყველაფერში ღმერთის ჩვენების უნარს» უწოდებდა, ხოლო მისი მაშრიყელი თანამედროვე ალბათ მიხვდა ამის შეუძლებლობას და თქვა: «ადამიანის ცხოვრება წიგნია, რომელსაც მრავალი გვერდი აკლია.»
ცნობილმა არგენტინელმა მთელი თავისი ცხოვრება ბიბლიოთეკაში გაატარა მანამ, სანამ წიგნების კითხვამ მხედველობა არ დააკარგვინა. მან კერპების ნუსხას კიდევ ერთი _ «წიგნის კერპი» დაუმატა. «რა არის სიტყვა? ან რა არის წიგნი, თუ მას არ გადაშლი? უბრალოდ ტყავისა და ქაღალდისაგან შემდგარი პარალელეპიპედი. როცა მას წაიკითხავ, ხდება სასწაული _ ყოველი წაკითხვისას სხვადასხვაგვარად აღიქმება.» მე მგონია, რომ სინამდვილეში წიგნი კი არ იცვლება, თავად ჩვენ ვიცვლებით. შესაძლოა, სწორედ ამიტომაც იყვნენ ძველი ბრძენკაცნი წინააღმდეგნი, რომ წიგნში ყველაფერზე ეწერათ. ისინი თვლიდნენ, რომ «წიგნის ცოდნა მხოლოდ მაშინაა სასარგებლო, როდესაც ეს ცოდნა თავის გამოყენებას სიტყვაში კი არ ჰპოულობს, არამედ _ საქმეში» და ამბობდნენ, რომ «გინდ უმეცარისათვის წიგნი მიგიცია, გინდა ბალღისათვის ცეცხლიო». ბავშვი, რომელსაც ხელში ცეცხლი უჭირავს, ან თავს დაიწვავს, ან მის გარშემომყოფებს გადაბუგავს. ყველაზე გასაკვირი ისაა, რომ ფერფლი იმ კაცისა, რომელიც ცეცხლს წაიკიდებს, თავს დაიწვავს, წიგნად გადაიქცევა, ხოლო ირგვლივ ყველაფრის ცეცხლით გადამბუგავი ადამიანები წიგნებს ფერფლად აქცევენ. თუ მთელ ცოდნას, ყველა წიგნს იმ დასკვნამდე არ მივყავართ, რომ «არცოდნა სიკეთეა», ეს, ალბათ, იმას ნიშნავს, რომ ისინი არასწორადაა წაკითხული, რამეთუ «ადამიანისათვის არცოდნაშია იმედი». შესაძლებელია, «ყველაზე საუკეთესო წიგნი ისაა, რომელიც ჯერ არ დაწერილა», რადგან «სიტყვა ვნებს დაფარულ აზრს. რაღაც აზრის გამოთქმის შემდეგ ხვდები, რომ მან სრულიად სხვა შინაარსი შეიძინა», ან, როგორც ნათქვამია, არ-რა’დის სურაში1, «ყოველ დრო-ჟამს თავისი წიგნი აქვს (ყველა საღვთო წიგნს ეპოქის, საჭიროებისა და მოთხოვნების შესაბამისად თავისი ზეგარდმოვლენის დრო აქვს). შლის ალაჰი იმას, რასაც ინებებს და ტოვებს იმას, რასაც ინებებს, და მის წინაშე კი არის დედაწიგნი».. შესაძლებელია, ჭეშმარიტი წიგნი _ არის თავად ის. თავად ის არის წიგნი. ადამიანების დაწერილი ყველა წიგნი _ იმ დიდი წიგნის ასოებია.
ერთმა პატარა ბიჭმა, რომელიც შემდგომში XX საუკუნის ხელოვნების ოსტატი გახდა, მამას ჰკითხა: «მამა, ღმერთი არსებობს?». მამამ უპასუხა: «მათთვის, რომლებსაც სწამთ, ის ყოველთვის არსებობს». რატომღაც მგონია, რომ წმინდა წიგნები მორწმუნეთათვისაა შექმნილი, ლექსი _ პოეტებისათვის, მუსიკა _ სულისათვის, ადამიანები _ ღმერთისათვის.
ამ ურთიერთგამომრიცხავმა აზრებმა ძველი აღმოსავლური თქმულება მომაგონა. «ბაბილონის მეფემ თავისი ქვეყნის ყველა ბრძენკაცი შეკრიბა და დაავალა ისეთი ლაბირინთი აეგოთ, რომლის მსგავსი მსოფლიოში არ იქნებოდა. ლაბირინთის აგებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ შეატყობინეს, რომ მეზობელი არაბთა ქვეყნის მმართველი აპირებდა მასთან სტუმრობას. მასპინძელი დიდი პატივისცემით შეხვდა სტუმარს და გადაწყვიტა, მისთვის ლაბირინთი ეჩვენებინა. სტუმარი ძვირფასად მორთულ-მოკაზმულ ლაბირინთში დატოვა და თავად სასახლეში დაბრუნდა. მეზობელი ქვეყნის მმართველმა რამდენიმე დღის შემდეგ ძლივს დააღწია თავი ლაბირინთს. სტუმარმა გამგზავრებისას მასპინძელს უთხრა: «შენ მიერ აგებული ლაბირინთი მშვენიერი რამ არის. მე მინდა, რომ პატივი დამდო და ჩემს ქვეყანას ეწვიო»... გადის დრო. არაბთა ქვეყნის მმართველი თავს დაესხა ბაბილონს, დაარბია და მოაოხრა მთელი ქვეყანა, მეფე კი ტყვედ წაიყვანა. ისინი სამი დღის განმავლობაში მიდიოდნენ უკიდეგანო უდაბნოში. არაბთა მმართველმა ტყვეს ხელები გაუხსნა და უთხრა: «მე შენი აგებული მდიდრული ლაბირინთიდან დიდი შემოქმედის წყალობით ვიპოვე გამოსასვლელი. ამიტომ მე შენ ახლა აქ, ღმერთის მიერ შექმნილ ლაბირინთში დაგტოვებო».
რატომღაც ყოველთვის, როდესაც ბიბლიოთეკაში მივდივარ, მეჩვენება, რომ ყველა ბიბლიოთეკა ღმერთის მიერ ბოძებული ყველაზე ნათელი ლაბირინთია, ერთადერთი ლაბირინთი, საიდანაც გამოსვლა არ მინდა...
დაედება თუ არა მტვერი თაროზე წიგნებს XXI საუკუნეში ?!
თანამედროვე საზოგადოებაში, ერთი შეხედვით, ადამიანებს სულ უფრო ნაკლები დრო რჩებათ წიგნის წასაკითხად , ახალი თაობისთვის კი წიგნი კომპიუტერულმა თამაშებმა და კინოფილმებმა ჩაანაცვლა ...მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციებისა და პროგრესის საუკუნეში გლობალიზაციისა და უნიფიკაციის პროცესების პარალელურად, ღირებულებათა გადაფასება ხდება თითქმის ყველა სფეროში . მასობრივი საკომუნიკაციო და საინფორმაციო საშუალებების განვითარებამ და თანამედროვე ცხოვრების აჩქარებულმა ტემპმა შეასუსტა წიგნის საგანმანათლებლო თუ რეკრეაციული დანიშნულება . ადამიანებს სულ უფრო ნაკლები დრო რჩებათ - წიგნის წასაკითხად , ახალი თაობისთვის კი წიგნი კომპიუტერულმა თამაშებმა და კინოფილმებმა ჩაანაცვლა. წიგნი - მაინც რჩება თანამედროვე ცხოვრების შეუცვლელ და განუყოფელ ატრიბუტად .კითხვა ცოდნის მიღების საშუალებაა - დღეს კი უცოდნიარი და უსწავლელი ადამიანი თანამედროვე საზოგადოებაში ინტეგრირებას პრაქტიკულად ვერ მოახერხებს, ამიტომ ადამიანს კითხვისას ადრეული ასაკიდან აყვარებენ და ასწავლიან. საქართველოში გასულ საუკუნეებში მწვავედ იდგა წერა-კითხვის არცოდნის პრობლემა. პროგრესულად მოაზროვნე ერისშვილებმა ილიას, აკაკის და სხვათა თაოსნობით , წერა- კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჩამოყალიბებით, სასწავლებლების გახსნით ... შეძლეს ამ პრობლემის მოგვარება.
წიგნი სიბრძნის წყაროა, კითხვა ავითარებს ინტელექტს და ადამიანს სულიერ საზრდოს აწვდის . ბევრი ადამიანისთვის წიგნი გასულიერებული, ცოცხალი ორგანიზმი და საუკეთესო მეგობარია . ერთ - ერთი კვლევის მიხედვით გამოკითხულთა 38% - ს კითხვა დეპრესიისგან თავის დაღწევაში, არსებული არასასურველი რეალობისგან დროებით მოწყვეტაშიც კი ეხმარება.შესაძლოა ზოგიერთი მიიჩნევდეს, რომ წიგნის კითხვა საზიანოა, რადგან ადამიანს არსებულ რეალობას აშორებს. წიგნებში ხომ როგორც წესი - საუბარია მაღალ იდეალებზე, ადამიანურ ღირსებებზე - ცხოვრებაში კი სულ სხვა გაცილებით დაუნდობელი კანონზომიერება მოქმედებს. მკითხველი წიგნში მოთხრობლილი და გაიდიალებული ამბის ტყვეობაში ექცევა და შემდეგ ძალა აღარ შესწევს არსებულ ცხოვრებისეულ რეალობას გაუმკლავდეს; გარდა ამისა, კითხვა თანამედროვე საზოგადოებაში არაპოპულარული და მატერიალური თვალსაზრისითაც არაფრისმომტანი საქმიანობაა, ის ღლის მხედველობას და ადამიანს დროსაც აკარგვინებს. ამ მოსაზრებებს შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში დავეთანხმოთ თუ საუბარია მდარე ნაწარმოებებზე , როგორც ყველა სფეროში აქაც არსებობს - უნიკალური, გენიალური, ღირებული და მდარე ნაწარმოებები . წიგნის კითხვისას მთავარია წიგნის სწორად შერჩევა და გემოვნება. კონსტანტინე გამსახურდიამ უნიჭო მწერლის მიერ დაწერილი რომანის შესახებ თქვა: - ,, ბოლომდის ჩაათავებ და ასე იტყვი: ნეტავ არ წამეკითხაო” .
ერთ-ერთი სოციოლოგიური კვლევის შედეგების მიხედვით, ახალგაზრდების უმეტესობამ მთავარ არგუმენტად - ტესტკითხვაზე თუ რატომ არ კითხულობენ მხატვრულ ლიტერეტურას - დაასახელეს ის გარემოება, რომ კინემატოგრაფიის განვითარების შედეგად, როდესაც ცნობილი რომნების ეკრანიზაციის რამდენიმე ვერსია იხილეს - კინოფილმების სახით , სურვილი აღარ აქვთ დედანი წაიკითხონ. ამ არგუმენტის საპირისპიროდ უნდა ითქვას, რომ ეკრანიზაციის დროს ფილმის რეჟისორის მიერ შემოთავაზებულს, მისი თვალით დანახულს ვუყურებთ, კითხვისას კი წარმოსახვის უნარი ვითარდება , რადგენ ჩვენ თვითონ წარმოვიდგენთ პერსონაჟებს, გარემოს ... და დასკვნებიც სხვისგან დამოუკიდებლად გამოგვაქვს. ტექნიკური საშუალებების განვითარების პარალელურად ხელნაწერი უძველესი და უნიკალური წიგნები თანდათან ჩაანაცვლა ბეჭდურმა გამოცემებმა, ცოტა ხნის წინ გაჩნდა წიგნების ელექტრონული ვერსიები და ვირტუალური ბიბლიოთეკებიც კი. მათთვის ვისაც მხედველობითი მეხსიერებასთან შედარებით, სმენითი მეხსიერება აქვთ განვითარებული შეიქმნა აუდიოწიგნებიც. ანდაზა გვასწავლის წიგნის შესახებ ყდის მიხედვით არ მსჯელობენო , მაგრამ XXI საუკუნეში ტექნიკური შესაძლებლობები - პოლიგრაფიულად, დიზაინით , ილუსტრაციებით სრულყოფილი და მრავალფეროვანი წიგნების შექმნის შესაძლებლობას იძლევა. დასავლეთის ქვეყნებში წიგნის გამოცემა დიდი ხანია, რაც ბიზნესად იქცა და კომერციული თვალსაზრისით შემოსავლიანი საქმიანობაა . ბესტსელერების ავტორები მილიონობით ფულად მოგებას ღებულობენ. ფოტოაპარატის გამოგონების შემდეგ, ერთ-ერთმა სკეპტიკოსმა წარმოთქვა - მხატვრობა მოკვდაო, მაგრამ დროის მსვლელობამ ამ ნათქვამის საპირისპირო დებულებაში დაგვარწმუნა. ტექნიკური პროგრესი , საკომუნიკაციო საშუალებებისა თუ ვირტუალური სივრცის განვითარება - ვერასოდეს ჩაანაცვლებს წიგნს . ის ყოველთვის დარჩება გამოყენებად ნივთად, ადამიანის მეგობრად და სახლში, გამოსაჩენად, თაროზე თუ მაგიდაზე მოთავსებულ უსაყვარლეს მასწავლებლად.
P.S. ერთ - ერთი ფრანგი მწერალი წერდა, რომ კარგი წიგნი არასოდეს ტოვებს მკითხველის ისეთს , როგორიც არის, ის მას უკეთეს ადამიანად აქცევსო.
მას შემდეგ რაც ცეცხლი გამოიგონეს, ალბათ ყველაზე დიდი მოფიქრება სწორედ კომპიუტერია. ის თითოეული არჩევანი თავად გააკეთეთ
ჩვენგანის განუყოფელი ნაწილი გახდა. დღეს ეს აშკარაა, რომ იგი უკვე წიგნების ნაცვლადაც გამოიყენება.დღეს ბავშვები და თინეიჯერები კომპიუტერებს ყველაზე აქტიურად გამოიყენებენ, ისინი დავალებას მისი საშუალებით აკეთებენ და ხშირად დიდ ნაწარმოებებსაც კი იქიდან კითხულობენ. შეიძლება ერთ-ერთი კონფლიქტის მიზეზი მშობელს და შვილს შორის სწორედ წიგნი და კომპიუტერია, მაგრამ მოდით სიმართლეს თვალები გავუსწოროთ და ვაღიაროთ, რომ ახალგაზრდები ბევრად მეტ ინფორმაციას იღებენ კომპიუტერისგან ვიდრე ეს წიგნიდან იქნებოდა შესაძლებელი. ალბათ მშობლებისგან ხშირად გაგიგიათ, რომ მალე სათვალე დაგჭირდებათ იმიტომ, რომ კომპიუტერს დიდ ხანს უსხედხართ. თუმცა ვფიქრობ წიგნის შემთხვევაშიც იგივე იქნება და აი რატომ: როდესაც რაიმე ინფორმაციის მოძიება გინდათ, თქვენ რომ მისი წიგნებში ძიება დაიწყოთ, ალბათ ნახევარი დღე უნდა მოანდომოთ, რომ მას მიაგნოთ. კომპიუტერში ეს ხომ წამებში ხდება. მე არ მივესალმები ნაწარმოების ელექტრონული ვერსიის წაკითხვას, მაგრამ მივესალმები იმ ადამიანის მონდომებას, რომელსაც ის წიგნი სახლში არ აქვს და დიდი ინტერესის გამო მას საკუთარი თვალები მსხვერპლად გააქვს.საბოლოოდ მივიღე დასკვა, რომ უფროს თაობას კომპიუტერის საერთოდ არ ესმის და შესაბამისად მის დადებით მხარეებზე წარმოდგენა მით უმეტეს არ აქვს. იცოდეთ, რომ თაობებს შორის საბრძოლველად ახალი თემა ყოველთვის მოიძებნება. უბრალოდ ეცადეთ, თქვენ თვითონ გაიგოთ, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ კომპიუტერი ისე, რომ ის თქვენთვის სასარგებლო ნივთად იქცეს .
http://youtu.be/9BnLbv6QYcA 20 წიგნი რომელიც უნდა წაიკითხო !!!
1. ბალზაკი "შაგრენის ტყავი"
2. ჯეკ ლონდონი "მარტინ იდენი"
3. შოთა რუსთაველი "ვეფხისტყაოსანი"
4. დიუმა "სამი მუშკეტერი"
5. შექსპირი "ჰამლეტი"
6. ჟიულ ვერნი "80000 კილომეტრი წყალქვეშ"
7. ბულგაკოვი "ოსტატი და მარგარიტა"
8. ოსკარ უაილდი "დორიან გრეის პორტრეტი"
9. დიკენსი "დავით კოპერფილდი"
10. რემარკი "ტრიუმფალური თაღი".
11. მარკ ტვენი - "ტომ სოიერის თავგადასავალი"
12. ბეგბედერი - "99 ფრანკი"
13. სერვანტესი - "დონ კიხოტი"
14. თომას მანი - "ბუდენბროკები"
15. აკუტაგავა - ნოველები
16. ჰომეროსი - ოდისეა
17. ო'ჰენრი - მოთხრობები
18. კონსტანტინე გამსახურდია - "დიდოსტატის მარჯვენა"
19. ედგარ პო - მოთხრობები
20. დოსტოევსკი - "დანაშაული და სასჯელი" ან "ძმები კარამაზოვები
P.S. მართალია წიგნი არ არის ყველაფერი,მაგრამ წიგნის გარეშე ყველაფერი არაფერია :)